LIVE

უნგრეთი Sputnik V-ის ვაქცინის წარმოებას დაიწყებს

14 ოქტ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1123
უნგრეთი Sputnik V-ის ვაქცინის წარმოებას დაიწყებს
Zoltan Balogh/MTI/MTVA/Pool via REUTERS

უნგრეთი წელს მიიღებს ტექნოლოგიას, რომელიც Sputnik V-ის წარმოებას შესაძლებელს გახდის. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ ზიჟარტომ მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა.

ეს პირველი კონკრეტული ნაბიჯია ევროკავშირში რუსული ვაქცინის წარმოებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. Sputnik V ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება რუსეთში და 70-ზე მეტ ქვეყანაში დამტკიცებულია გამოსაყენებლად, ჯერ კიდევ განიხილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ.

“მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა რუსულ ვაქცინაზე, შესაბამისად, უნგრეთს აქვს ეკონომიკური ინტერესი მონაწილეობა მიიღოს წარმოებაში”,- თქვა ზიჟარტომ და დასძინა, რომ უნგრეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს “პოლიტიკურ შეთანხმებას” Sputnik V-ის უნგრეთში წარმოების შესახებ.

უნგრეთმა ფართოდ გამოიყენა ჩინეთის Sinopharm-ისა და რუსული Sputnik V-ის ვაქცინები გასული წლის მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის დროს. ევროპის წამლის სააგენტოს, EMA-ს დამტკიცების გარეშე, რუსებისთვის და ასობით ათასი უნგრელისთვის, რომლებიც აცრილნი არიან Sputnik-ით, ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობა გართულებულია.