LIVE

რა გავლენა ექნება სეზონურ გრიპს Covid-19-ზე?

10 ოქტ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1037
რა გავლენა ექნება სეზონურ გრიპს Covid-19-ზე?

ექსპერტები უახლოეს თვეებში პანდემიის გაძლიერებას ელიან. ამის მიზეზი პირველ რიგში, ზამთრის სეზონური გრიპია. მის გავრცელებას მსოფლიოში დიდად შეუწყობს ხელს ის გარემობა, რომ იტალია, კანადა და სხვა ქვეყნები შეზღუდვების გაუქმებას აპირებენ. ამან შეიძლება გააბათილოს ის შედეგები, რაც რეგულაციების დაცვამ მოიტანა. 

ამის გათვალისწინებით, ორივე დაავადების თავიდან ასარიდებლად, ჯანდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა დაიწყეს. 

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ერთდროულად კოვიდის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხოა. ამან, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ვაქცინირებულების რიცხვის გაზრდას და ექიმთან მიმართვიანობის შემცირებას, მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში "ბუსტერ" დოზების გამოყენება დაიწყო. 

იმპერიული კოლეჯის ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა, რომლის გაიდლაინებსაც იყენებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა, პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა: ”ზამთრის პერიოდში უნდა ველოდოთ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდას, მას დაემატება სეზონური გრიპი, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ჯანმრთელობის დაწებულებათა გადატვირთვას.”

იმავე შეხვედრაზე ფერგიუსონმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის წყალობით, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი არ მოიმატებს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი არ აღმოჩნდება საავადმყოფოში.

გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო აცრის ერთობლივი გაკეთება, საქმეს გაუადვილებს როგორც პაციენტებს, ასევე ჯანდაცვის სამსახურს, - აღნიშნა ხუთშაბათს გამოქვეყნებული ბრიტანეთის ანგარიშის მთავარმა ავტორმა, ინფექციური დაავადებების და მიკრობიოლოგიის კონსულტანტმა, რაჯეკა ლაზარუსმა.

ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და უნივერსიტეტის საავადმყოფოებმა Weston NHS Foundation Trust-მა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინების მიღებისას გვერდითი მოვლენები მერყეობდა უმნიშვნელოდან და ზომიერამდე, თუმცა, ნეგატიური გავლენა არცერთ იმუნურ რეაქციაზე არ გამოვლენილა.

ამ მხრივ საინტერესო იყო ინგლისის და უელსის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული კვლევების მაჩვენებლები, რომელშიც ჩართული იყო Pfizer/BioNTech-ი ან AstraZeneca Inc პირველი დოზით ვაქცინირებული 679 ზრდასრული მოხალისე. 

რეჯიკა ლაზარუსის თქმით, ბრიტანული კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ მიიღონ 'ბუსტერები" გრიპის საწინააღმდეგოდ.

ფერგიუსონმა პარიზის კონფერენციაზე წარმოადგინა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ დელტასგან დასაცავად AstraZeneca ბევრად ჩამორჩება Pfizer-BioNTech-ს. მან განაცხადა, რომ ისრაელის მაგალითით, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო აშკარა დასტური ამ უკანასკნელის უპირატესობაზე როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დაავადებებისგან დასაცავად. ამ მაგალითით ცხადი გახდა, რომ მაშინ როცა, ორი დოზის შემდეგ, ასტრას ვაქცინა ახდენს დელტასგან გამოწვეულ, სიმპტომური დაავადებისგან 52%-იან დაცვას, Pfizer–ით ვაქცინაციის შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი 90%-ია.

ფერგიუსონისვე განცხადებით, დელტამ შესაძლოა, SARS-CoV-2 აქციოს "ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ სასუნთქ ვირუსად, რაც კი ოდესმე გვინახავს". 

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მართა ფურკედი და ანა პოლაკი