LIVE

Covid-19 გულის უკმარისობის რისკს ზრდის - კვლევა

07 ოქტ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
Covid-19 გულის უკმარისობის რისკს ზრდის - კვლევა
Carla Bernhardt/AFP/Getty Images

კოვიდგადატანილ პირებს ინფექციის განვითარებიდან ერთი წლის შემდეგ გულის უკმარისობისა და თრომბის წარმოქმნის რისკი ემუქრებათ. ეს ეხება იმ პაციენტებსაც, ვისაც ვირუსი რთული ფორმით არ ჰქონია.  

კვლევის ხელმძღვანელი, მისურის კლინიკური ეპიდემიოლოგიური ცენტრის დირექტორი ზიად ალ-ალი მთავრობებს და ჯანდაცვის სისტემას კოვიდის შედეგად მოსალოდნელი შედეგების სიმძიმის შესახებ აფრთხილებს. “შეშფოთებული ვარ, რომ ჩვენ ამას საკმარისად სერიოზულად არ ვეკიდებით”,- ამბობს მეცნიერი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Covid-ის დამარცხებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში გულის შეტევის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების რისკი იზრდება.

მკვლევრებმა კოვიდგადატანილი 151 195 ვეტერანის გულის დაავადებების რისკი შეადარეს მათ 3,6 მილიონზე მეტ თანატოლს, რომლებსაც ვირუსი არ შეხვედრიათ.

კვლევის თანახმად, არაჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტებს ინფექციის გადატანიდან ერთ წელში, გულის უკმარისობის განვითარების 39%-იანი რისკი ჰქონდათ, სისხლის შედედების რისკი (იგულისხმება ფილტვის ემბოლია) 2.2-ჯერ იყო გაზრდილი შედარებით მათთან, ვისაც კოვიდი არ გადაუტანია. ეს  1000 კოვიდპაციენტზე გულის უკმარისობის 5.8 დამატებით შემთხვევას და ფილტვის ემბოლიის 2.8 შემთხვევას ნიშნავს.

კვლევის მიხედვით, პაციენტები, რომლებიც გართულებული კოვიდის გამო, საავადმყოფოში მოხვდნენ, გულის დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. რისკი კიდევ უფრო იზრდება მათთვის, ვისაც ინფიცირების დროს ინტენსიური თერაპია დასჭირდა. 

მათ მონაცემები აშშ-ში უმსხვილესი ინტეგრირებული ჯანდაცვის სისტემიდან აიღეს. ცნობილია, რომ სისტემის მომხმარებლები უმეტესად თეთრკანიანი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, რის გამოც, კვლევის სხვა ჯგუფებზე განზოგადება პრობლემურია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი