LIVE

ევროზონა ორმაგ რეცესიას უახლოვდება

12 იან 202111:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
ევროზონა ორმაგ რეცესიას უახლოვდება
Yann Schreiber/AFP via Getty Images

ევროზონის ეკონომიკა 2021 წლის დასაწყისში კვლავ შემცირდება, რადგან გაძლიერებული პანდემია რეგიონს ორმაგ რეცესიაში ჩააგდებს. საახალწლო არდადეგების შემდეგ აქტივობის მცირე ზრდა, სავარაუდოდ, დიდხანს არ გაგრძელდება და ის გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება.

Bloomberg Economics-ის პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა 2021 წლის პირველ სამ თვეში დაახლოებით 4%-ით შემცირდება, რაც შეზღუდვების პერიოდის „პესიმისტურ“ დაშვებებს ეფუძვნება.

JPMorgan-ისა და UBS Group-ის ანალიტიკოსები, ხელახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ამცირებენ. Covid-19-ს ახალი შტამი კი გაერთიანებული სამეფოს მსგავსად ევროპის მთელ კონტინენტს დააზარალებს.

გარდა ვირუსისა, უარყოფით გავლენას ახდენს Brexit-იც. ING Group აცხადებს, რომ ექსპორტი შესაძლოა კიდევ ერთხელ შემცირდეს მას შემდეგ, რაც ევროზონის კომპანიებმა წლის ბოლოს სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულებამდე სასწრაფოდ ჩამოტვირთეს პროდუქცია დიდ ბრიტანეთში. ჰოლანდიური ბანკი მომდევნო სამი თვის განმავლობაში „საუკეთესო შემთხვევაში“ ნულოვან ზრდას ელოდება და აცხადებს, რომ ეკონომიკა პანდემიამდელ დონეზე 2023 წლამდე ვერ დაბრუნდება.

ეკონომისტები მცირე ზრდას წლის მეორე კვარტალში ვარაუდობენ. აღდგენას ხელს შეუწყობს უპრეცედენტო, 1.8 ტრილიონი ევროს აღდგენის ფონდი და მრავალწლიანი ბიუჯეტი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები და ევროპის ცენტრალური ბანკი მომავალ კვირაში დახმარების პაკეტების შემუშავებისა და მომავალი პოლიტიკის განსაზღვრისთვის შეიკრიბებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პოლ გორდონი და ალექსანდრ ვებერი