LIVE

Nord Stream 2-ის გაზსადენის სატესტოდ შევსება დაიწყო

05 ოქტ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 891
Nord Stream 2-ის გაზსადენის სატესტოდ შევსება დაიწყო

მიწოდების ხელმისაწვდომობაზე უარყოფითი მოლოდინების ფონზე, ევროპული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები რეკორდულად გაიზარდა.

მიუხედავად იმის, რომ Nord Stream 2-მა ორი მილსადენიდან ერთის შევსება ბუნებრივი აირით სატესტოდ უკვე დაიწყო, რუსეთის ახალი საკამათო გაზის მილსადენი ფასების რეკორდულ ზრდას ვერ ამსუბუქებს. ამასთან, მიწოდების დაწყების ზუსტი ვადები, ყველა საჭირო მარეგულირებელი ნებართვის გათვალისწინებით, გაურკვეველი რჩება. ასევე უცნობია რა რაოდენობის საწვავის ექსპორტი შეუძლია რუსულ Gazprom-ს მოკლე ვადაში, რადგან კომპანია შიდა მოთხოვნის გაზრდის ფონზე მარაგების შევსებას განაგრძობს.

Nord Stream 2-ის გავლენა ბუნებრივი აირის ფიუჩერსებზე მოთხოვნა-მიწოდების კრიზისის ფონზე შეზღუდულია. გაზისა და ქვანახშირის გლობალური დეფიციტი ზრდის ენერგიის ფასებს, რაც პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ფაზაში უარყოფითად მოქმედებს ბაზრებზე. გაზრდილი ხარჯები ასევე გავლენას ახდენს ინდუსტრიულ წარმოებაზე, რაც შემდგომი არასტაბილურობის რისკს ზრდის.

ევროპული გაზის მარაგები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ სეზონურ დონეზეა. რუსეთიდან შეზღუდული მიწოდების ფონზე, ძლიერდება გლობალური კონკურენცია თხევადი ბუნებრივი აირის მარაგების შესავსებად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენა მაზნევა