LIVE

Edison Research-ის ეგზიტპოლი: კალაძე - 43%; მელია - 39% ; გახარია - 7%

02 ოქტ 202120:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1408
Edison Research-ის ეგზიტპოლი: კალაძე - 43%; მელია - 39% ; გახარია - 7%

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატების მხარდაჭერა ასე განაწილდა:

  • კახა კალაძე "ქართული ოცნება" - 43%
  • ნიკა მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 39%
  • გიორგი გახარია "საქართველოსთვის" - 7%

აღნიშნული შედეგების დადასტურების შემთხვევაში, თბილისში არჩევნების მეორე ტური შედგება.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 46%
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%
  • "საქართველოსთვის" - 6%
  • "ევროპული საქართველო" - 2%
  • "გირჩი" - 2%
  • "მესამე ძალა" - 1%

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 08:00 საათზე დაიხურა. ხმის მიცემის პროცედურა 12 საათს გაგრძელდა.

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, კვლევის ცდომილების ფარგლები +/- 2%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.