
სამხრეთ კორეის ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია SK Broadband Netflix-ს უჩივის და მისგან ხარჯების დაფარვას მოითხოვს, რომელიც დაკავშირებულია ქსელის ტრაფიკის გაზრდასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან, Netflix-ის მაყურებლების ზრდის გამო.
სეულის სასამართლომ დაადგინა, რომ Netflix-მა “გონივრული” ფასი უნდა გადაუხადოს ინტერნეტ პროვაიდერს ქსელის გამოყენებისთვის. რამდენიმე სამხრეთ კორეელი კანონმდებელი ასევე გამოვიდა კონტენტის პროვაიდერების წინააღმდეგ, რომლებიც არ იხდიან ქსელის გამოყენების საფასურს ტრაფიკის ზრდის მიუხედავად.
Netflix-მა განაცხადა, რომ განიხილავს SKY Broadband-ის პრეტენზიას და შეეცდება დიალოგს, რათა არ მომხმარებლებს არ მიადგეს ზიანი.
ჰიტების სერიის "კალმარის თამაშისა" (Squid Game) და სხვა შეთავაზებების პოპულარობამ ხაზი გაუსვა Netflix-ის სტატუსს, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე მონაცემთა გადაცემის გენერატორია YouTube-ის შემდეგ. აღნიშნული კომპანიები ქსელის გამოყენების საფასურს არ იხდიან.
გასულ წელს, Netflix-მა შეიტანა საკუთარი სარჩელი იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ვალდებულება გადაეხადა SK ქსელის გამოყენებისთვის და ამტკიცებდა, რომ Netflix-ის მოვალეობა მთავრდება კონტენტის შექმნით და მისი ხელმისაწვდომობით. თუმცა, სეულის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება Netflix-ის წინააღმდეგ მიიღო და განაცხადა, რომ SK განიხილება, როგორც “მომსახურების გაწევის სერვისი” და “გონივრულია“” რომ Netflix იყოს “ვალდებული უზრუნველყოს რაიმე მომსახურების სანაცვლოდ”.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, SK-მ ქსელის გამოყენების საფასური 2020 წელს დაახლოებით $22.9 მილიონად შეაფასა. Netflix-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაზეც სასამართლო მიმდინარე წლის დეკემბერში იმსჯელებს.
Netflix-მა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში დაახლოებით 16,000 სამუშაო ადგილის შექმნა, წარმოიშვა დაახლოებით 770 მილიარდი ვონის ინვესტიცია, ხოლო ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით 5.6 ტრილიონი ვონი იყო.