
ერთ წელზე მეტია მამაკაცების ტანსაცმლის ქართული ბრენდი „პალეკარტი“ ბაზარზე გამოჩნდა. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აბო მენაბდემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მალე მათი ტანსაცმლის ყიდვა და მორგება უცხოეთშიც შეეძლებათ.
„საიტი, რომლის მეშვეობითაც უცხოეთიდან შეკვეთების მიღება და ვაჭრობა იქნება შესაძლებელი, ახლო მომავალში, ალბათ ნოემბრის ბოლოს უკვე მზად იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე ვართ წარმოდგენილი. თბილისში გვაქვს მაღაზიაც და მომხმარებლის რაოდენობაც სწრაფად იზრდება“,- აცხადებს მენაბდე.
კომპანია 2020 წელს შეიქმნა და ძირითადად, თურქულ, იტალიურ და ავსტრალიურ ნედლეულს იყენებს. როგორც მენაბდე ამბობს, მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური კერვის სერვისიც.