LIVE

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე $100 მილიონი დაიხარჯება - "ამბასადორი"

28 სექ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 2500
ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე $100 მილიონი დაიხარჯება - "ამბასადორი"

ბათუმში კუნძულის პროექტს "ამბასადორ ჯგუფი" განახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარი იქნება. 

მთავრობამ კომპანიას კუნძულისთვის ბათუმში 90 ჰა ტერიტორია აღნაგობის უფლებით გადასცა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების
უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია.

ბათუმში დუბაის პალმის კუნძულების მსგავსი პროექტის განხორციელება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ცოტა ხნის წინ დააანონსა.