
Reuters-ის ცნობით, რომ Tesla-ს შანხაის ქარხანა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 300,000 ავტომობილს აწარმოებს. სააგენტოს თანახმად, მიუხედავად ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტისა, ქარხანამ მიწოდება დააჩქარა.
ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი რვა თვის განმავლობაში ქარხნიდან დაახლოებით 240,000 მანქანა გაიგზავნა. აქედან დიდი ნაწილი ექსპორტისთვის.
ქარხანა Tesla-ს Model 3 სედანს და Model Y სპორტულ-სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს შიდა და საერთაშორისო ბაზრებისთვის, როგორიცაა გერმანია და იაპონია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაქს ზიმერმანი