LIVE

WHO-ს ექსპერტები ჩინეთში SARS-Cov2-ის წარმოშობას შეისწავლიან

11 იან 202112:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
WHO-ს ექსპერტები ჩინეთში SARS-Cov2-ის წარმოშობას შეისწავლიან
STR

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა ჯგუფი მიმდინარე კვირაში ჩინეთში SARS-Cov2-ის წარმოშობის შესასწავლად გაემგზავრება. პათოგენის წყაროს მიკვლევაში გამჭვირვალობის არარსებობის გამო ქვეყანა არაერთხელ გააკრიტიკეს ჯანდაცვის ორგანომ და სხვა ქვეყნებმა.

ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება ჩინელ მეცნიერებთან ერთად ჩატარდება, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დაუშვებენ თუ არა WHO-ს ექსპერტებს  ვუჰანში, სადაც გასულ წელს Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია და სახელმწოფოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვირუსი ჩინეთში არ წარმოშობილა და ის შეტანილია. ისინი იშველიებენ კვლევას, რომლის თანახმად, ვუჰანში ინფექციის დაფიქსირებამდე ვირუსი ცირკულირებდა აშშ-სა და იტალიაში.

ვირუსის წარმოშობის საკითხი პოლიტიზებული გახდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ისაუბრა თეორიებზე, რომლებიც ვირუსს შეერთებულ შტატებთან აკავშირებს, ხოლო ავსტრალიას დაუწესდა სავაჭრო შეზღუდვები მას შემდეგ, რაც ვირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა. თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციამ განავითარა აზრი, რომ რომ ვუჰანის მაღალი უსაფრთხოების ლაბორატორიაში, რომელიც ინფექციურ დაავადებებს შეისწავლის, ვირუსი ხელოვნურად შექმნეს.

მეცნიერებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ გამოძიების პოლიტიზებამ ვირუსის წარმოშობის კვლევა თითქმის შეუძლებელი გახადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია