LIVE

Sinovac-ისა და Pfizer-ის კომბინაცია მაღალ დაცვას უზრუნველყოფს

23 სექ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 854
Sinovac-ისა და Pfizer-ის კომბინაცია მაღალ დაცვას უზრუნველყოფს
Vincent Kalut /Photonews/Getty Images

Sinovac-ისა და AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კომბინაცია უფრო დაბალ იმუნურ რეაქციას იწვევს, ვიდრე ის კომბინაცია, სადაც მე-2 დოზად mRNA ვაქცინაა გამოყენებული. ამ დასკვნამდე სირარაჯის კლინიკური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ.

ტაილანდში Sinovac-ისა და AstraZeneca ვაქცინების კომბინაცია ფართოდ არის გამოყენებული. კვლევის წინასწარი შედგებით, მასთან შედარებით, Sinovac-ისა და Pfizer-ის, ან AstraZeneca-სა და Pfizer-ის კომბინაცია ბევრად ეფექტურია. 

დელტა შტამის გავრცელების ფონზე, დაცვის უფრო მაღალი ხარისხის მისაღწევად, ტაილანდი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც Sinovac-AstraZeneca-ს კომბინირებული აცრები დაიწყო.

ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ტაილანდი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი კვლევით, რომელიც აჩვენებდა, რომ ჩინური ვაქცინის გაკეთებიდან და 3-4 კვირაში AstraZeneca-ს გამოყენების შემთხვევაში, იმუნური რეაქცია 8-ჯერ უფრო ძლიერ იყო.

ბანგკოკში მდებარე სირარაჯის ინსტიტუტის კვლევა რომელიმე რეჟიმის შემდეგ მწვავე გვერდითი მოვლენების შესახებ არ მიუთითებს.

მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, სხვადასხვა კომბინაციისთვის, ანტი-რეცეპტორთან ბმის დომენის (RBD) მაჩვენებელი შემდეგია: 

Astra-Pfizer წარმოქმნის ანტი-RBD-ის ყველაზე მაღალ დონეს - საშუალოდ 2,259,9 BAU/ml-ს;

Sinovac-Pfizer-ის კომბინაცია - 2,181.8 BAU/ml;

Sinovac-Astra-ის კომბინაცია - 1,049.7 BAU/ml;

Astra-ს ორი დოზის კომბინაცია - 278.5 BAU/ml;

Astra-Sinovac-ის კომბინაცია 172.1 BAU/ml;

Sinovac-ის ორი დოზის კომბინაცია - 164.4 BAU/ml;

ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში გავრცელებულია Sinovac-Astra-ს, Astra-Pfizer-ის, ორი დოზა AstraZeneca-ს ან ორი დოზა Pfizer-ის კომბინაციები. პირებს, ვინც წლის დასაწყისში Sinovac-ის ორი დოზით აიცრნენ, უფლება აქვთ, მე-3 დოზად მიიღონ AstraZeneca-ს ან Pfizer-ის ვაქცინები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რენდი ტანთონგ-რაინდი