
ილონ მასკის განცხადებით, Dogecoin-თან გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა შემცირდეს, რათა კრიპტოვალუტა უფრო ფართოდ დაინერგოს საცალო შესყიდვებში.
"ძალზე მნიშვნელოვანია Doge-ის საფასურების შემცირება იმისათვის, რომ ისეთი რამეების კეთება, როგორიცაა ფილმის ბილეთების ყიდვა, განხორციელებადი გახდეს",- განაცხადა Tesla-ს დირექტორმა ტვიტში, აშკარა მითითებით AMC-ის გეგმებზე, რომ Dogecoin-ით გადახდების მიღება დაიწყოს.
ჯერ კიდევ მაისში, მასკმა თქვა, რომ ის მუშაობს Dogecoin-ის დეველოპერებთან სისტემის ტრანზაქციების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
ბილი მარკუსმა, Dogecoin-ის თანადამფუძნებელმა, რომელიც აღარ მუშაობს პროექტზე, მასკის ტვიტს თანხმობით უპასუხა და მოუწოდა დეველოპერებს ხელმისაწვდომი გახადონ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეითან ქრუქსი