LIVE

ვაქცინირებული ორსულები ჩვილებს ანტისხეულებს გადასცემენ - კვლევა

23 სექ 202110:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
ვაქცინირებული ორსულები ჩვილებს ანტისხეულებს გადასცემენ - კვლევა
GETTY IMAGES

ორსული ქალები, რომლებიც იღებენ mRNA ვაქცინებს, ჩვილებს ანტისხეულების მაღალ დონეს გადასცემენ,- ნათქვამია კვლევაში, რომელიც ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში, Obstetrics & Gynecology - Maternal Fetal Medicine-ში გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 36 ახალშობილს ჰქონდა ანტისხეულები დედების ვაქცინაციის შემდეგ. 

კვლევის მცირე ზომის გათვალისწინებით, გუნდი ახლა უფრო ფართო ჯგუფის შედეგებს განიხილავს. ასევე იმას, თუ რამდენ ხანს გასტანს ჩვილების დაცვა დაბადების შემდეგ.

“ამას არ ველოდით. ველოდით უფრო მეტ ცვალებადობას. მონაცემები შედარებით ადრე გამოვაქვეყნეთ, რადგან ეს უნიკალური აღმოჩენაა და აუცილებელია სამედიცინო მომსახურებისთვის. გირჩევთ, რომ ყველა ორსულმა ქალმა მიიღოს ვაქცინა”,- განაცხადა NYU Langone Health System-ის მეანმა და კვლევის თანაავტორმა, ეშლი რომანმა.

მონაცემები, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ორსულების ვაქცინაციის პროცესს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, შეერთებულ შტატებში 18-დან 49 წლამდე ორსული ქალების მხოლოდ 30% არის აცრილი, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება პრენატალური ვაქცინის უსაფრთხოების მტკიცებულებები.

“ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ორსულებმა უნდა მიიღონ ვაქცინა, რადგან ვხედავთ უფრო მეტ ინფიცირებას მცირეწლოვან ბავშვებში და ეს არის არჩევანი, რაც ორსულებს შეუძლიათ გააკეთონ ჩვილების დასაცავად”,- ამბობს ლინდა ეკერტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის პროფესორი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანუშრი დეივი