
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ Goldman Sachs, Citigroup, Morgan Stanley and JPMorgan პოლიტიკური შემოწირულობის პოლიტიკის შეჩერებას, შეცვლას ან გადასინჯვას აპირებენ.
აშშ-ში ყველაზე დიდი აქტივების მქონე JPMorgan როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისთვის პოლიტიკურ შემოწირულობებს 6 თვით აჩერებს. კომპანია გასულ კვირას კაპიტოლიუმში ძალადობის შეწყვეტის შესახებ Wall Street-ის ძირითადი კომპანიების მოწოდებას შეუერთდა.
Goldman Sachs მუშაობს იმ ზომების მიღებაზე, რაც მომავალში არჩეული ლიდერებისთვის პოლიტიკურ შემოწირულობებს შეზღუდავს. ბანკების გადაწყვეტილება Marriott International-ის ნაბიჯის გაგრძელებაა, რომელმაც პოლიტიკური დონაცია შეუჩერა იმ რესპუბლიკელებს, რომლებმაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დადასტურებას მხარი არ დაუჭირეს.
შემოწირულების შეჩერების დაპირების გარეშე, Bank of America-მ, Ford Motor-მა და AT&T-მ განაცხადეს, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებს მომავალი შემოწირულობების დაწყებამდე გაითვალისწინებენ. CVS Health Corp, Exxon Mobil Corp, Wells Fargo & Co. და კიდევ რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური შემოწირულობის პოლიტიკას გადახედავენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იუჩი იანგი და სრიდარ ნატარაჯანი