LIVE

WSJ: ავარიების გამომძიებელმა Tesla-ს უსაფრთხოების საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდა

19 სექ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 895
WSJ: ავარიების გამომძიებელმა Tesla-ს უსაფრთხოების საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდა
Bloomberg

Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ აშშ-ს ავარიების მთავარმა გამომძიებელმა სააგენტომ Tesla-ს თვითმართვადი ავტომობილების უსაფრთხოების საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდა.

”უსაფრთხოების ძირითადი საკითხები უნდა მოგვარდეს მანამ, სანამ ისინი ქალაქების ქუჩებსა და სხვა სივრცეებში გააფართოვდებიან”, - განაცხადა ჯენიფერ ჰომენდიმ, ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ(NTSB) გაზეთთან ინტერვიუში.

Tesla-ს დირექტორმა ილონ მასკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მძღოლები მალე შეძლებენ Tesla-ს ავტომობილების ეგრეთ წოდებული სრული თვითმართვის უნარის განახლებას. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი მძღოლების დახმარების ინსტრუმენტებს, რომლებიც ძირითადად გზატკეცილებისთვისაა განკუთვნილი, ქალაქში გამოსაყენებელს გახდის, თუმცა ეს არ ნიშნავს ავტომობილის სრულად ავტონომიურობას.

"ტერმინი "სრული თვითმართვა" არის შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლო",- აღნიშნა ჰომენდიმ.

მარკეტინგმა შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, ვიდრე ავტომობილის სახელმძღვანელოში გაფრთხილებებმა, დასძინა WSJ-მა.

NTSB იძიებს ავარიებს და გასცემს უსაფრთხოების რეკომენდაციებს, მაგრამ არ აქვს მარეგულირებელი ორგანო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ საიკსი