LIVE

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო წელიწადში 2 მილიონამდე ადამიანი კვდება

20 სექ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო წელიწადში 2 მილიონამდე ადამიანი კვდება

გაეროს სააგენტოების ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოში სამსახურთან დაკავშირებული მიზეზით 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ (WHO) და “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ILO) მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შეფასებით დგინდება, რომ სამსახურთან დაკავშირებული დაავადებებისა და დაზიანებების გამო, 2016 წელს 1.9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

„შოკისმომგვრელია იმის გააზრება, რომ ამდენი ადამიანი ფაქტობრივად სამსახურს ეწირება“,- ამბობს WHO-ს გენერალურმა დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი. ის იმედოვნებს, რომ ანგარიში საზოგადოებისთვის „განგაშის ზარი” იქნება.

კვლევა განიხილავს გარდაცვალების გამომწვევ 19 რისკ ფაქტორს, რომელთა შორისაა ხანგრძლივი სამუშაო საათები, სამუშაო ადგილზე დაბინძურებული ჰაერის, ასთმაგენების, კანცეროგენებისა და ხმაურის არსებობა.

კვლევის მიხედვით, სამუშაოსთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე. ასევე, 54 წელს გადაცილებულებში.

WHO-ს ადრეული დასკვნებით, წლის განმავლობაში ხანგრძლივი სამუშაო საათების შედეგად გამოწვეული ინსულტითა და გულის დაავადებებით დაახლოებით 745 000 ადამიანი იღუპება. ­­­

დღევანდელი ანგარიშის მიხედვით, სამსახურთან დაკავშირებულ სიკვდილიანობის მიზეზებში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. იგულისხმება გაზები, კვამლი, ასევე მცირე ნაწილაკები, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო გამონაბოლქვთან.

2016 წელს ჰაერის დაბინძურება 450 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, მაშინ, როცა სამუშაო ტრავმების შედეგად დაიღუპა 360 000 ადამიანი.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სამსახურთან დაკავშირებულ ფაქტორებს დაავადებების პროვოცირებაში მოსალოდნელზე დიდი გავლენა ჰქონდა.

WHO-ს ტექნიკური ოფიცრის, ფრენკ პეგას თქმით, გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების ნაწილი, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე კვლევაში გათვალისწინებული არ არის.