LIVE

Tesla-ს იმიჯის აღსადგენად, მასკი ჩინურ ავტომწარმოებლებს მიესალმება

17 სექ 202118:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
Tesla-ს იმიჯის აღსადგენად, მასკი ჩინურ ავტომწარმოებლებს მიესალმება

ილონ მასკმა ჩინურ ავტომწარმოებლებს “მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანები” უწოდა და ელექტრომობილების ბაზარზე “ქვეყნის დიდ პოტენციალს” გაუსვა ხაზი. 

ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი ელექტროსატრანსპორტო საშუალებების ბაზარია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს Tesla-სთვის, განსაკუთრებით რამდენიმე რთული თვის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში მისი რეპუტაცია შეირყა.

“დიდ პატივს ვცემ ბევრ ჩინელ ავტომწარმოებელს ელექტრომანქანების ტექნოლოგიის დანერგვისთვის"- განაცხადა მასკმა ონლაილ ფორუმზე გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ავტომწარმოებლები განსაკუთრებით ძლიერები არიან პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

ილონ მასკმა მონაცემთა უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და მას ინდუსტრიის ქვაკუთხედი უწოდა. “Tesla იმუშავებს ყველა ქვეყნის ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოს სადაზვერვო და დაკავშირებული მანქანების მონაცემთა უსაფრთხოება. ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის სწრაფ ზრდასთან ერთად, ამ ავტომობილების უსაფრთხოება უფრო მეტად აწუხებს საზოგადოებას, ვიდრე ოდესმე”,- განაცხადა მილიარდერმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში პეკინმა Tesla-ს ავტომობილის მიერ შეგროვებული ყველა მონაცემის ადგილობრივად შენახვა დაავალა. მანქანებს სამხედრო კომპლექსებსა და მთავრობის ზოგიერთ რაიონში შესვლა აუკრძალეს იმის გამო, რომ მათი კამერები ჯაშუშობისთვის გამოიყენებოდა.

ელექტრომობილის მწარმოებელი ქვეყანაში მონაცემთა ცენტრების შექმნას დათანხმდა. 

აპრილში შანხაის ავტოშოუში Tesla-ს უკმაყოფილო მფლობელის პროტესტი სოციალურ მედიაში გავრცელდა, რასაც მოჰყვა მარეგულირებელი მოთხოვნები უსაფრთხოების, მონაცემებისა და მომხმარებელთა მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით. Tesla-ს ასევე აქვს უფრო მკაცრი კონკურენცია ჩინეთში ადგილობრივი EV სტარტაპებისგან, მათ შორის Xpeng, Li Auto და Nio.

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის შანხაის ქარხნიდან ექსპორტი იზრდება. ამრიგად, Tesla-ს მთლიანი გადაზიდვები ჩინეთში აგვისტოში 34%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია