ისტორიაში პირველად, დიდი ბრიტანეთის ორი ყველაზე პრესტიჟული - ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტიდან Times-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ვერც ერთი ვერ მოხვდა.
მათ ნაცვლად რეიტინგში პირველი ადგილი წმინდა ენდრიუს, შოტლანდიის უძველესმა უნივერსიტეტმა დაიკავა. სასწავლებელი 1413 წელს დაარსდა და ის ჩრდილოეთ ედინბურგში მდებარეობს.
დღეს გამოქვეყნებული ბრიტანული უნივერსიტეტების რეიტინგში, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებმა მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს.
გაზეთის თანახმად, ისინი წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტს შედარებით ძლიერი სტუდენტების კმაყოფილების დონით, ყველაზე მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტების მიღებითა და იმ სტუდენტების რაოდენობით ჩამორჩებიან, რომლებმაც აკადემიური ხარისხი მიიღეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თოდ გილესპი