LIVE

იტალიაში Covid პასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა

17 სექ 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 936
იტალიაში Covid პასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა
Giuliano Berti/Bloomberg

იტალიაში ყველა დასაქმებული პირი ვალდებული ხდება, ჰქონდეს მოქმედი Covid პასპორტი. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობა ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე მკაცრი მოთხოვნების დაწესებას ცდილობს.

პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მზადაა, ვაქცინაციის ტემპის შენელების შემთხვევაში აცრა ყველასთვის სავალდებულო გახადოს.

მოთხოვნა ეხება საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომელს და ძალაში 15 ოქტომბერს შევა. დასაქმებულები, რომლებიც მოთხოვნას არ შეასრულებენ, 1500 ევრომდე ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან, ხოლო დამსაქმებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ თანამშრომლების შემოწმებას, შეიძლება 1000 ევრომდე დაჯარიმდნენ.

ახალი მოთხოვნა დაახლოებით 18 მილიონ დასაქმებულს შეეხება. Covid ტესტები უფასო იქნება მათთვის, ვინც ვერ შეძლებს აცრას.

Covid პასპორტის ფართო გამოყენებას მკაცრად აკრიტიკებს მემარჯვენე მატეო სალვინის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მარიო დრაგის მთავრობას მხარს უჭერს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 75% სრულად ვაქცინირებულია, მათ შორის 12-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანების დაახლოებით 46%.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიარა ალბანეზი