LIVE

WHO-მ რუსული Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა

16 სექ 202118:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
WHO-მ რუსული Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა
AP Photo/Pavel Golovkin

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) რუსული Sputnik V-ის ვაქცინის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. WHO-ს განცხადების თანახმად, ვაქცინის წარმოების პროცესი საჭირო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

რუსეთმა ვაქცინის დამტკიცებისთვის ორგანიზაციას ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა, მაგრამ გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ჯერ არ მიუღია. ჯანმო დამტკიცების პროცესს იქამდე არ გააგრძელებს, ვიდრე ერთ-ერთი მწარმოებელი ქარხნის შემოწმება არ მოხდება.

როგორც ჯანმო, ასევე ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) აცხადებენ, რომ ვაქცინის მწარმოებლების სრულ მონაცემებს ჯერ კიდევ ელოდებიან.