
Ryanair-მა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ზრდის სამიზნე მაჩვენებელი 50%-მდე გაზარდა. დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიახაზები ევროპის აეროპორტებში ფართოვდება მაშინ, როცა სხვა ავიაკომპანიებს Covid-19-მა უკან დახევა აიძულა.
კომპანიის აქციები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაქსიმუმამდე გაიზარდა. ევროპის უმსხვილესმა დაბალ ფასიანმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ 2026 წლისთვის წელიწადში 225 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანას ისახავს მიზნად. ახალი სამიზნე მაჩვენებელი წინა მიზანს 33%-ით აჭარბებს, რომელიც პანდემიამდე 149 მილიონს შეადგენდა. ამის შესახებ Ryanair-მა ხუთშაბათს აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრის წინ განაცხადა.
Citigroup-ის ანალიტიკოსების მიხედვით, Ryanair-მა შესაძლოა, ასევე გაზარდოს წილი ევროპულ ბაზარზე და 2025 წლისთვის 20%-მდე დაიკავოს, 2019 წლის 13%-თან შედარებით.
კომპანიამ ივლისში განაცხადა, რომ ზამთრის თვეებში ბილეთებზე მოთხოვნის გასაზრდელად დაბალ ფასს შეინარჩუნებს. Ryanair-ს კონკურენციის გაწევა მოუწევს უნგრულ Wizz Air-თან, რომელიც ანალოგიური ზრდის სტრატეგიით პოზიცირებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი