LIVE

სამხრეთ აფრიკამ Pfizer-ი 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვის დაამტკიცა

12 სექ 202117:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 672
სამხრეთ აფრიკამ Pfizer-ი 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვის დაამტკიცა
Bloomberg

სამხრეთ აფრიკამ Pfizer-ის ვაქცინა 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დაამტკიცა.

ეს ნაბიჯი  უსაფრთხოების და ეფექტურობის განახლებული ინფორმაციის განხილვას მოჰყვა. მარეგულირებლებმა  Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა ადგილობრივი გამოყენებისთვის ზრდასრულებისთვის მარტში დაამტკიცეს.

სამხრეთ აფრიკამ Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებისთვის მას შემდეგ დაამტკიცა, რაც Sinovac Biotech-მა განაცხადა, რომ Covid-19-ის ვაქცინის კვლევა ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც გლობალური კვლევის ნაწილი, სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება.

აფრიკის ყველაზე განვითარებული ქვეყანა ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიით. სამხრეთ აფრიკაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის დაახლოებით 12% სრულად არის ვაქცინირებული. 60 მილიონიანი ქვეყანა  ინფიცირების მეოთხე ტალღას დეკემბერში ელოდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრინეშა ნაიდუ