LIVE

ლოს-ანჯელესში მოსწავლეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

10 სექ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
ლოს-ანჯელესში მოსწავლეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
Jason Armond/Los Angeles Times/Getty Images

ლოს-ანჯელესში საკლასო ოთახში გაკვეთილებზე დასწრებისთვის 12 წლისა და უფროსი ასაკის მოსწავლეების ვაქცინაცია სავალდებულოა.  

დასახლებაში, სადაც თითქმის 630 000 მოსწავლე ირიცხება, სკოლებში სწავლა 16 აგვისტოს მკაცრი პროტოკოლის პირობებში განახლდა. სავალდებულოა პირბადის ტარება და კვირაში ერთხელ Covid-19-ის ტესტის გაკეთება. 

ახალი რეგულაციით, მოსწავლეები 10 იანვრამდე სრულად ვაქცინირებულები უნდა იყვნენ, მაგრამ ასევე გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას ან სხვა მიზეზებს უკავშირდება.

მასწავლებლებს სრული ვაქცინაციისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე აქვთ. 

"არსებობს სამედიცინო და სამეცნიერო კონსენსუსი, რომ სკოლებისა და საზოგადოების დაცვის საუკეთესო საშუალებაა აიცრას ყველა, ვისთვისაც ეს ნებადართულია. ეს პოლიტიკა ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზაა",- ამბობს საბჭოს ვიცე-რეზიდენტი, ნიკ მელვოინი. 

აშშ-ში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია მაისში დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, ადრეული კვლევებით ვაქცინა 12-15 წლის მოზარდებში 100%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. მიმდინარე კვლევები ვაქცინების 12 წლამდე ბავშვებში გამოყენებას სწავლობენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა მაკგრეგორი