LIVE

როდის ამოქმედდება გაზის ბირჟა? - ნარმანიას განმარტება

09 სექ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1051
როდის ამოქმედდება გაზის ბირჟა? - ნარმანიას განმარტება

ბუნებრივი არის ბირჟის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განმარტა, ბირჟის გაშვებას მინიმუმ 1 ან 2 წელი დასჭირდება.

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა გაზის ბაზრის კონცეფცია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ერთად უნდა დააფუძნოს სახელმწიფო შპს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბირჟის ორგანიზებაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 6 კვირის ვადაში. მას შემდეგ, რაც ამ შპს-ს სემეკი მისცემ ლიცენზიას, ის გახდება ოპერატორი და ექნება საშუალება მოამზადოს ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვა. ბუნებრივი აირის ფასი ბირჟის მეშვეობით დადგინდება. მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 1 ან 2 წელი იქნება საჭირო. მანამდე ბირჟა სატესტო რეჟიმში იმუშავებს“,- განაცხადა ნარმანიამ.

მისი განმარტებით, ეს იქნება ელექტროენერგიის ბირჟის მსგავსი შიდა სავაჭრო ელექტრონული პლატფორმა, სადაც დაშვება ლიცენზირებულ და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს ექნებათ. ნარმანიას განმარტებით, ამ შემთხვევაში, სემეკის კომპეტენცია ბაზრის ოპერატორზე ლიცენზიის გაცემა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა იქნება. გაზის ბირჟის პარალელურად ნარმანიას აუცილებლად მიაჩნია გაზსაცავის მშენებლობის დაწყებაც.

„გაზსაცავი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელება მთავრობამ უკვე დაიწყო. ის განაპირობებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე ფასის სტაბილურობას ბაზარზე. გაზსაცავიც შესაბამისად იქნება ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მიმწოდებელი. ტექნიკური დოკუმენტაცია მზადაა. შესაბამისი ნებართვები გაცემულია და მთავრობის მიერ დაფინანსების გამოყოფისთანავე დაიწყება მშენებლობა. გაზსაცავის მშენებლობა და ბირჟის სრულფასოვანი ფუნქციონირება პარალელურ რეჟიმში მოხდება“,-განაცხადა ნარმანიამ.