LIVE

ვაქცინის დეფიციტის გამო ბაიდენი გაეროს კონფერენციის მოწვევას აპირებს

09 სექ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 950
ვაქცინის დეფიციტის გამო ბაიდენი გაეროს კონფერენციის მოწვევას აპირებს
Anna Moneymaker/The New York Times/Bloomberg

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვაქცინის მომარაგების გლობალური შეხვედრის მოწვევას გეგმავს. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა თვის ბოლოს ჩატარდება. მონაწილეთა შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეერთებული შტატები 2022 წლის ივნისის ბოლომდე 600 მილიონზე მეტი დოზის დონაციას აპირებს. ამ ეტაპზე ქვეყანას 140 მილიონი დოზა აქვს მიწოდებული გლობალურად. თუმცა, ბევრი კრიტიკოსის აზრით, ეს საკმარისი არ არის. მილიარდობით დოზაა საჭირო მსოფლიოს ვაქცინაციისთვის და Covid-19-ის გავრცელების შენელებისთვის, რაც უფრო საშიში ვარიანტების განვითარების შესაჩერებლად აუცილებელია.

მიმდინარე წლის ივნისში, G7-ის ჯგუფმა გამოაცხადა 1 მილიარდი ახალი დოზის შემოწირულობის განზრახვა, თუმცა საბოლოოდ 613 მილიონ დოზაზე შეთანხმდა, მათ შორის 500 მილიონი შეერთებული შტატებიდანაა.

Covax, ვაქცინების გაცვლის გლობალური პროგრამა, მიმდინარე კვირაში მიწოდების პროგნოზს ამცირებს და აცხადებს, რომ წლის ბოლოს 1.9 მილიარდი დოზის ნაცვლად 1.4 მილიარდს მიიღებს.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა და WHO-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამართლისა და ადამიანის უფლებების ცენტრის თანამშრომელმა, ლოურენს გოსტინმა, მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, ექვს თვეში 10 მილიარდ დოზამდე გაზარდონ შემოწირულობა. მან ასევე მოუწოდა ჯო ბაიდენს, მეტი გააკეთოს ვაქცინის ტექნოლოგიებისა და ლიცენზიების განვითარებადი ქვეყნებისათვის გადასაცემად, რათა მათ საკუთარი წარმოების დაწყება შეძლონ, თუმცა ეს პროცესი შრომატევადია.

მდიდარი ქვეყნები გამაძლიერებელი ვაქცინების წარმოებას იწყებენ, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს მიწოდების პრობლემას. WHO-ს გენერალური დირექტორი წლის ბოლომდე მორატორიუმის შემოღების ინიციატივით გამოვიდა და დასძინა, რომ მწარმოებლებმა, რომლებიც უპირატესობას მდიდარ ქვეყნებთან გარიგებებს ანიჭებენ, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები “ხალხის დაცვის ინსტრუმენტების გარეშე” დატოვეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგროვი და დევიდ ვაინერი