LIVE

Nord Stream 2-ის გაზსადენი სავარაუდოდ ოქტომბრიდან ამოქმედდება

08 სექ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1241
Nord Stream 2-ის გაზსადენი სავარაუდოდ ოქტომბრიდან ამოქმედდება
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსული კომპანია Gazprom-ი გეგმავს, ოქტომბრიდან დაიწყოს ბუნებრივი აირის გადატუმბვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მილსადენით, Nord Stream 2-ით. 

რუსულ გიგანტს გაზის ტრანსპორტირების დაწყება 1 ოქტომბერს სურს. თუმცა, ევროპის გაზის ქსელში ფაქტობრივი ნაკადების დრო კვლავ იქნება დამოკიდებული გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე.

მილსადენი გარკვეულ შვებას მისცემს გაზის ევროპულ ბაზრებს, რომლებიც ზამთრის დაწყების წინ მიწოდების შეზღუდვებს ელოდებიან, რადგან ფასები უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ეს ასევე არის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გამარჯვება, რომელიც მხარს უჭერდა პროექტს 10 წლის განმავლობაში, მიუხედავად ძირითადი მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა.

Nord Stream 2 ახლოს არის ოპერაციის დაწყებასთან. დარჩენილია მხოლოდ დანიური და გერმანული მონაკვეთების დაკავშირება წინასწარ ექსპლუატაციაში შესვლამდე.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, Gazprom მიზნად ისახავს გაზის გადატუმბვას ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორივე ხაზის გასწვრივ 1 დეკემბრამდე. კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ წელს მილსადენში 5.6 მილიარდი კუბური მეტრი აირი გაივლის.

გაზსადენის ამოქმედება თავდაპირველად 2019 წელს იგეგმებოდა. თუმცა, სანქციების გამო თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. დასრულების პერსპექტივები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისში გადაწყვიტა უარი ეთქვა ზოგიერთ სანქციაზე და დადო გერმანიასთან შეთანხმება იმ პირობით, რომ რუსეთი გაზსადენს უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ირინა რეზნიკი და ელენა მაზნევა