LIVE

ჩილე Sinovac-ის ვაქცინით 6+ ასაკის ბავშვებს აცრის

07 სექ 202111:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
ჩილე Sinovac-ის ვაქცინით 6+ ასაკის ბავშვებს აცრის
Cristobal Olivares/Bloomberg

ჩილეს მთავრობამ Sinovac Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.  

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ვებგვერდის მიხედვით, გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ხუთი ხმით მიიღო. ორმა ექსპერტმა მხარი 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას დაუჭირა, ერთმა კი საკმარისი მონაცემების არქონის გამო, ყოველგვარი დამტკიცებისგან თავი შეიკავა. 

ამ დრომდე ჩილეში 12-17 წლის მოზარდებში მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინის გამოიყენებოდა. 

12 წლამდე ბავშვების აცრას ქვეყანა მიმდინარე თვეში დაიწყებს. 

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში ივნისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Sinovac-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია 3+ ასაკის ბავშვებში.

ჩილე, რომელიც იმუნიზაციის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ვაქცინაციის კამპანიას აფართოებს. ქვეყანამ უკვე დაიწყო Pfizer/BioNTech-ის "ბუსტერის" შეთავაზება ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის. 

Bloomberg-ის მონაცემებით, ჩილეში დაახლოებით 29.4 მილიონი აცრა ჩატარდა და სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 71.9%. ქვეყანაში აცრების ორი-მესამედი Sinovac-ის ვაქცინაზე მოდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედუარდო ტომსონი