LIVE

EMA "ბუსტერის" ფართო გამოყენების საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს

02 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 948
EMA "ბუსტერის" ფართო გამოყენების საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს
Bloomberg

ევროკავშირის ჯანდაცვის მარეგულირებლები Covid-19-ის ვაქცინის „ბუსტერის“ ფართო გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ მე-3 დოზა განკუთვნილი უნდა იყოს სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.

“ევროპის წამლის სააგენტო” (EMA) მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია აიცრას ევროპის სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის ერთი-მესამედი, რომელიც სრულად ვაქცინირებული ჯერ კიდევ არ არის.

სააგენტოს განცხადებით, დამატებითი დოზა შეიძლება ხანდაზმულ და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით თავშესაფრებში მცხოვრებ პირებს შესთავაზონ.

„ბუსტერ“ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მიდგომა განსხვავებულია. მოსახლეობის მე-3 დოზით აცრის საკითხი ამჟამად განხილვის საგანია შეერთებულ შტატებშიც.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნებმა „ბუსტერის“ ფართო გამოყენებისგან თავი მინიმუმ მომავალ თვემდე უნდა შეიკავონ. ჯანდაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა პრიორიტეტი ორი დოზით მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ვაქცინაცია უნდა იყო.

EMA აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კვლევას აწარმოებს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ უფლება თავად დასახონ „ბუსტერის“ გამოყენების გეგმა და განსაზღვრონ რამდენად ფართოდ გამოიყენებენ ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას.

გუშინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევით, მე-3 დოზას დროთა განმავლობაში დასუსტებული ეფექტიანობის აღდგენა შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე