
რუსეთი ვარაუდობს, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებამ შეიძლება კიევის არაპროგნოზირებადი და სახიფათო ქცევა გამოიწვიოს აღმოსავლეთ კონფლიქტში და სინანული გამოხატა აშშ-ისა და უკრაინის მეგობრობის გამო.
ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები “მტკიცედ არის ერთგული” უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შესთავაზა $60 მილიონი უსაფრთხოების ახალი დახმარებისთვის.
კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სამხედრო დახმარების გეგმებთან დაკავშირებით: “გვჯერა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი ქმედებები უკრაინული მხარის მიერ კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობის თვალსაზრისით. ეს ძალიან საშიშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინა-ამერიკის მეგობრობაზე რუსეთის წინააღმდეგ. ანუ, ისინი არიან მეგობრები არა საკუთარი თავისთვის, არამედ რუსეთის წინააღმდეგ”.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიეღო NATO-ში გაწევრიანების გეგმა. კიევი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება რუსეთის წინააღმდეგ. NATO-ში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინას ალიანსის წევრობისთვის მეტი პოლიტიკური რეფორმის გატარება სჭირდება.