
ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის (American Psychological Association) Psychological Review-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანისთვის კარგ ცხოვრებას არ განაპირობებს აუცილებლად ბედნიერების შეგრძნება, ან თუნდაც შინაარსიანი ყოფა. ამის საპირისპიროდ, "კარგი ცხოვრება" არის ის, რომელიც „ფსიქოლოგიურად მდიდარია“.
რა არის ფსიქოლოგიურად მდიდარი ცხოვრება? კვლევის ავტორების - ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, შიგე ოიშის და ფლორიდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორის, ერინ უესტგეიტის აზრით, "ფსიქოლოგიური სიმდიდრე" ახასიათებს საინტერესო გამოცდილებით სავსე ცხოვრებას, რომელშიც სიახლეს და/ან სირთულეს თან ახლავს ხელშესახები ცვლილებები პერსპექტივაში. მაგალითად, საზღვარგარეთ სწავლა არის ერთ-ერთი გზა, რომელიც სტუდენტების ცხოვრებას ფსიქოლოგიურად მდიდარს ხდის.
რაც მთავარია, გამოცდილება, რომელიც საჭიროა ფსიქოლოგიური სიმდიდრისთვის, არ არის აუცილებელი იყოს აუცილებლად სახალისო იმისთვის. ეს შეიძლება იყოს გაჭირვებაც კი. ომმა ან სტიქიურმა უბედურებამ შესაძლოა გაართულოს ბედნიერი ცხოვრობის აღქმა, მაგრამ ფსიქოლოგიური სიმდიდრის შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ გამოვიდნენ ასეთი შემთხვევებიდანაც. მიუხედავად სპეციფიკური გარემოებებისა, ადამიანმა შესაძლოა განიცადოს ტანჯვა, მაგრამ მაინც იპოვოს ღირებულება იმაში, თუ როგორ ჩამოუყალიბა მისმა ამ გამოცდილებამ ახლებური ხედვა და გარშემომყოფების აღქმა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვესტგეიტი ამბობს, რომ ჩვენს წარმოდგენებში, თუ როგორია "კარგი ცხოვრება" ფსიქოლოგიური სიმდიდრის დამატება მნიშვნელოვანია, რადგან ის გამოწვევებსა და სირთულეებსაც მოიაზრებს. ის გულისხმობს, რომ არასასიამოვნო გამოცდილების გადატანაშიც არის რაღაც ღირებულება.
კვლევამ ასევე გააანალიზა Big Five პიროვნული თვისებები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის. დიდი ხუთეულის(Big Five) ტესტი განიხილება, როგორც პიროვნების შეფასების ყველაზე მეცნიერული გზა. ის აფასებს სად ხვდებიან სუბიექტები პიროვნების ხუთი თვისების სპექტრში, ეს თვისებებია: კეთილსინდისიერება, გამოცდილებისადმი ღიაობა, ნევროტიზმი, ექსტრავერსია და მისაღებობა. გამოცდილებისადმი ღიაობა, როგორც ავტორები აღნიშნავენ, უფრო მეტად უძღვოდა წინ ფსიქოლოგიურად მდიდარ ცხოვრებას. გამოცდილებისადმი ღიაობას ხშირად ახასიათებს მკაფიო ფანტაზია, მხატვრული მგრძნობელობა, გრძნობის სიღრმე, ქცევითი მოქნილობა, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და არატრადიციული დამოკიდებულებები.
თუმცა, ავტორთა ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლევისას იმაში მდგომარეობდა, ახასიათებთ თუ არა ფსიქოლოგიურად მდიდარი ცხოვრებისკენ სწრაფვა მხოლოდ დასავლურ, განათლებულ, ინდუსტრიალიზებულ, მდიდარ და დემოკრატიულ საზოგადოებს, ანუ არის თუ არა ასეთი ცხოვრება ის, რასაც მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანი ისურვებდა, რომელსაც სხვა პირველადი აუცილებლობის საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიურად მდიდარი ცხოვრების იდეა არ არის უფრო პოპულარული დასავლურ ან მდიდარ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერად მცხოვრებ ადამიანებს უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ჰქონდათ, ავტორებმა ვერ იპოვნეს მნიშვნელოვანი კავშირი შემოსავლებსა და ფსიქოლოგიურად მდიდარი, შინაარსიანი ცხოვრების მქონე ადამიანებს შორის.
კვლევის ავტორებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ფსიქოლოგიურად მდიდარი ცხოვრების იდეა უფრო მიმზიდველი იყო გარკვეული ერებისთვის. როდესაც ცხრა ქვეყნის კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრებას აირჩევდნენ ისინი მხოლოდ ერთგვარს რომ ირჩევდნენ, მათმა უმეტესობამ ბედნიერი ცხოვრება აირჩია. ფსიქოლოგიურად მდიდარი ცხოვრება იყო ყველაზე პოპულარული იაპონიაში (16%), კორეაში (16%), ინდოეთში (16%) და გერმანიაში (17%) და ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი სინგაპურში (7%).
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ადამიანები ასაკთან ერთად უფრო ბედნიერები ხდებიან, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რთული გამოცდილებების პრიორიტეტიზების ნაცვლად, ისინი უპირატესობას ანიჭებენ უკვე ნაცნობ მოვლენებს და პირებს. ახალი ადამიანების ნაცვლად, ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ოჯახს და ახლო მეგობრებს. ეს ყველაფერი ზრდის ბედნიერების დონეს, მაგრამ ამცირებს ფსიქოლოგიურ სიმდიდრეს.