LIVE

Apple-ი დასაქმებულებს ვაქცინაციის სტატუსის შეტყობინებას თხოვს

02 სექ 202112:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 864
Apple-ი დასაქმებულებს ვაქცინაციის სტატუსის შეტყობინებას თხოვს
Bloomberg

Apple-ი აშშ-ში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს თხოვს საკუთარი  ვაქცინაციის სტატუსის შესახებ შეატყობინოს. ეს კომპანიის უახლესი ნაბიჯია Covid-19-თან ბრძოლის კამპანიაში, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას ჯერ არ გულისხმობს.

iPhone-ის მწარმოებელმა დასაქმებულებს თხოვა სექტემბრის შუა რიცხვებამდე შეატყობინოს ვაქცინაციის სტატუსის შესახებ, განურჩევლად იმისა, მუშაობენ დისტანციურად თუ ოფისიდან. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ის ამ მონაცემებს Covid-19-ის საპასუხო ძალისხმევისა და პროტოკოლების ინფორმირებისთვის გამოიყენებს.

სხვა რამდენიმე ტექნოლოგიური გიგანტისგან განსხვავებით, Apple-ი თანამშრომლებისგან ვაქცინაციას  არ ითხოვს. თუმცა ახლა, როდესაც აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ(FDA) ვაქცინების დამტკიცების პროცესი დაიწყო, კომპანიამ თანამშრომლების წახალისების მიზნით ვაქცინაციის კამპანიით უპასუხა.

კომპანია საბოლოოდ მოითხოვს ყველა კორპორატიული თანამშრომლის ოფისში დაბრუნებას, თუმცა ეს გეგმა რამდენჯერმე გადადო. ოფისში თანამშრომლების დაბრუნების თარიღი ამჟამად 2022-ის იანვარია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი