LIVE

BBC: ინდოეთში ამოუცნობმა ცხელებამ ათობით ბავშვი იმსხვერპლა

01 სექ 202121:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1672
BBC: ინდოეთში ამოუცნობმა ცხელებამ ათობით ბავშვი იმსხვერპლა
GETTY IMAGES

ჩრდილოეთ ინდოეთში ამოუცნობმა ცხელებამ მინიმუმ 50 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის უმრავლესობა ბავშვია. ასობით ადამიანი შტატის ექვს რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. გარდაცვლილებს შორის Covid-19 არავის დაუდასტურდა. დაუდგენელი დაავადების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

უკვე კვირაზე მეტია, ზოგიერთ რაიონში ბავშვები მაღალი სიცხითა და ძლიერი ოფლიანობით იღვიძებენ. ბევრი მათგანი უჩივის სახსრებისა და თავის ტკივილს, გაუწყლოებას და გულისრევას. ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატულია კიდურებზე გამონაყარი.

ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი დენგეა - ვირუსული ინფექცია, რომელიც კოღოებით ვრცელდება.

ინდოეთი სასიკვდილო ცხელებასთან ბრძოლის წინა ხაზზე 

საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს აღენიშნებათ თრომბოციტების შემცირება, რაც დენგეს მძიმე ფორმას ახასიათებს. 

მდედრი კოღოების მიერ გადაცემული დენგე ძირითადად ტროპიკული დაავადებაა და ინდოეთში უკვე ასობით წელია ცირკულირებს. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს, მაგრამ შემთხვევების დაახლოებით 70% აზიიდან ფიქსირდება. არსებობს ოთხი სახის დენგეს ვირუსი. დენგეს ინფექციის განმეორების დროს ბავშვები მოზრდილებთან შედარებით, ხუთჯერ უფრო მეტად ხშირად იღუპებიან. 

მსოფლიოში ყოველწლიურად დენგეს თითქმის 100 მილიონი მძიმე შემთხვევა აღინიშნება. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) მიიჩნევს, რომ "Covid-19 და დენგეს ინფექციების ერთობლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი შედეგი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დენგე უტარ-პრადეშში ცხელებით გამოწვეული გარდაცვალების მიზეზი. 

ინდოეთში, სადაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სანიტარული პირობები ხშირად დაუცველია, ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან, სუსტია ჯანდაცვის სისტემა და ყოველწლიური მუსონური წვიმების შემდეგ ხშირია გარდაცვალების შემთხვევები.

რა შეუძლია ინდოეთს ისწავლოს 1918 წლის სასიკვდილო გრიპისგან?

კოღოებით გამოწვეული იაპონური ენცეფალიტის გავრცელებამ, რომელიც პირველად უტარ პრადეშში 1978 წელს გამოვლინდა, 6500-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. დაავადება ძირითადად ვრცელდება გორახპურსა და მიმდებარე რაიონებში. ყველა ეს ადგილი დაბალია, მიდრეკილია წყალდიდობებისკენ და ვირუსის გამავრცელებელი კოღოების გამრავლებისთვის პირობებს ქმნის.

2013 წლის ვაქცინაციის კამპანიამ შემთხვევების შეამცირა, მაგრამ ბავშვები მაინც იხოცებიან. წელს გორახპურში იაპონური ენცეფალიტით 17 ბავშვი გარდაიცვალა. 

2014 წელს მთავრობამ ყურადღება გაამახვილა ენცეფალიტისა და მიოკარდიტის შედეგად დაღუპული ბავშვების მზარდ შემთხვევებზე. მათ დაადგინეს, რომ 160 მათგანს აქვს ანტისხეულები ბაქტერიების მიმართ, რამაც სპირალური ტიფი გამოიწვია. 

სპირალური ტიფი, ასევე ცნობილი როგორც ბუჩქის ტიფი, არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ინფიცირებული ვირუსული ტკიპების ნაკბენით. 

ტკიპები სოფლებში აყვავებულ მცენარეებზე მუსონური წვიმების შემდეგ სახლდებიან. მეცნიერებმა შეშაზე აღმოაჩინეს ტკიპები, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა საკუთარ სახლებში ინახავდა. ხშირ შემთხვევაში, ტიფი ვრცელდება შეშის დამუშავებისას ან ღია ცის ქვეშ ტკიპებით დასნებოვნებულ ბუჩქებში დეფეკაციისას.

ცალკეულ კვლევებში მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ტიფი და დენგე ძირითადად პასუხისმგებელია პოსტ-მუსონური ცხელების შემთხვევებზე აღმოსავლეთ უტარ-პრადეშის ექვს რაიონში 2015 და 2019 წლებში. ცხოველიდან ადამიანზე გადადის კიდევ ერთი პოტენციურად ფატალური ბაქტერიული ინფექცია, სახელად ლეპტოსპიროზი და ჩიკუნგუნია, კოღოებით გამოწვეული დაავადება, სხვა პათოგენების გამომწვევი ცხელებაა. 

"ამრიგად, ცხელებასთან დაკავშირებული დაავადებები ჩნდებოდა რამდენიმე რეგიონში მუსონების დასრულების შემდეგ. საჭიროა სისტემური მეთვალყურეობა, რომ შევისწავლოთ ეს დაავადებები და ვუმკურნალოთ", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნეირომეცნიერების ეროვნული ინსტიტუტის ვირუსოლოგი, ვი რავი.

არის თუ არა ინდოეთი ცხელების დაწყების საფრთხის წინაშე? 

2006 წელს მეცნიერებმა უტარ-პრადეშში ბავშვებში ცხელებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის კიდევ ერთი "საიდუმლო" აფეთქება გამოიკვლიეს. ამჯერად მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები დაიღუპნენ კასიის ლობიოს მოხმარების შემდეგ, რომელიც უხვად იზრდებოდა შტატის დასავლეთ ნაწილში. 

ეს მოწამვლა იყო "სიღარიბის, შიმშილის, მშობლების მეთვალყურეობის ნაკლებობის, ბავშვთა სათამაშოების არარსებობისა და მცენარეზე წვდომის შედეგი", დაასკვნეს მეცნიერებმა. 

ცხადია, მხოლოდ უფრო მეტი გამოკვლევა და გენომის ანალიზი გამოავლენს, არის თუ არა ინდოეთში "იდუმალი სიცხეების" უახლესი ტალღა გამოწვეული დენგათი თუ სხვა მრავალი დაავადებით. ამისთვის ადგილობრივმა კლინიკებმა და საავადმყოფოებმა ცხელებით დაავადებული ადამიანების ბიოლოგიური ნიმუშები უნდა შეაგროვონ და გენომის შესამოწმებლად ლაბორატორიებში გაგზავნონ.

ასევე, არ არსებობს მკაფიო მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა ცხელება ან ხომ ჰქონდათ თუ არა ავადმყოფ ბავშვებს სხვა დაავადება, მაგალითად ტუბერკულოზი. 

თუ ამოუცნობი სიკვდილის მიზეზი მხოლოდ დენგაა, ეს მიუთითებს, რომ  მთავრობის კოღოებთან ბრძოლის პროგრამები არაეფექტურია.