LIVE

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

31 აგვ 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ალარ კარისი, ესტონეთის პარლამენტის დეპუტატებმა მეორე ტურში 72 ხმით აირჩიეს. მას გამარჯვებისთვის 101 დეპუტატიდან 68-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

კარისი არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, გუშინ გამართულ პირველ ტურში, დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

63 წლის ალარ კარისი, რომელიც ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი და უნივერსიტეტის ხელმძღვანელი იყო, ქვეყნის მოქმედ, პირველ ქალ პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შეცვლის და მუშაობას, სავარაუდოდ, 11 ოქტომბერს შეუდგება.

კარისი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა ის ორი პარტიის: ესტონეთის რეფორმების პარტიისა და ესტონეთის ცენტრის პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს.