LIVE

გერმანიის ეკონომიკურ აღდგენას საფრთხეს მიწოდების პრობლემები უქმნის

31 აგვ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1224
გერმანიის ეკონომიკურ აღდგენას საფრთხეს მიწოდების პრობლემები უქმნის
Bloomberg

გერმანიის ეკონომიკის აღდგენას გლობალური მიწოდების კრიზისი აფერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეკონომიკა ძირითადად წარმოებაზეა ფოკუსირებული, რაც ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას უკეთეს პირობებს უქმნის აღდგენისთვის, ვიდრე მის მეზობლებს, რომლებიც ძირითადად სერვისზე არიან დამოკიდებული, მისი ეკონომიკური აღდგენა ახლა რისკის წინაშეა. კომპანიები მეხსიერების ჩიპების და უფრო დაბალ ტექნოლოგიური და ძირითადი მასალების დეფიციტის შესახებ საუბრობენ.

მიწოდების პრობლემების წინაშე დგანან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Siemens-ი და BMW. მათი პროგნოზით, შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში, შესაძლოა, მომავალ წლამდე ან კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდეს.

Siemens-ის აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ბუშმა მიმდინარე თვის დასაწყისში გააფრთხილა საოზოგადოება, რომ რისკები, მათ შორის გლობალური ნახევარგამტარების დეფიციტი, ნედლეულისა და სატვირთო ხარჯების ზრდასთან ერთად, წინააღმდეგობას ქმნის, რაც სავარაუდოდ, 2022-ის ფისკალურ წლამდე გასტანს.

Mulfingen-ის დირექტორის ტომას ნიურნბერგერის პროგნოზით, შეფერხებები ასევე გრძელდება. 
”მე ვიმედოვნებ, რომ ზრდა 2023 წლამდე გადაიდო, რადგან 2022 წელსაც კი გვექნება ნახევარგამტარების პრობლემები და კონტეინერების გადაზიდვებში არეულობა", - განაცხადა მან ინტერვიუში.

მიწოდების ჯაჭვის პრობელემების გარშემო შფოთს ემატება გერმანიის ცენტრალური ბანკის გაფრთხილებაც, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ წელს ზრდა შესაძლოა, ივნისში პროგნოზირებულ 3.7%-ს ჩამორჩეს, რაც ნაწილობრივ ასევე მიწოდების პრობლემებით არის გამოწვეული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი