LIVE

ტრანსპორტის შეზღუდვა გრძელდება - რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ

31 აგვ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1016
ტრანსპორტის შეზღუდვა გრძელდება - რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.  ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

გარდა ამისა, სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 

4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. 

4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. 

მინისტრის თქმით, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება.