LIVE

პანდემიის დროს ღმერთის მისამართით გაგზავნილი წერილები გასამმაგდა

31 აგვ 202114:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
პანდემიის დროს ღმერთის მისამართით გაგზავნილი წერილები გასამმაგდა
Bloomberg

"ძვირფასო ღმერთო, გთხოვ დაასრულო კორონავირუსის პანდემია. გთხოვ, აიძულე ჩემი მშობლები მიყიდონ ახალი iPhone და JBL დინამიკი”, - წერს ბიჭი გერმანიიდან.

Covid-19-მა, შესაძლოა, წმინდა მიწაზე ტურიზმი შეაფერხა, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში, ისრაელის ფოსტამ მთელი მსოფლიოდან  ღმერთისთვის გაგაზავნილი სამჯერ მეტი წერილი მიიღო. ფოსტის განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილების უმეტესობაში, ადამიანები Covid-19-ის კონტროლის ქვეშ მოქცევას ითხოვდნენ, ნაწილი კი ცოდვებს ინანიებს და ვირუსით გამოწვეული ლოქდაუნების ფონზე საკუთარ ცხოვრებაში ახალი მეგობრის გამოჩენას ითხოვს.

30 აგვისტოს, დასავლეთის კედლის (იგივე გოდების კედელი) რაბინმა ყველა ეს წერილი - ზოგი იუმორისტული, ზოგიც კი სასოწარკვეთილი - ბიბლიური ტაძრის ნაშთის ქვებს შორის ნაპრალში განათავსა. წერილების განთავსება ებრაული რიტუალია და ახლა, როცა ტურისტებს წმინდა მიწაზე ჩასვლა აღარ შეუძლიათ, ამ მიზნით გაგზავნილ წერილებს საფოსტო ოფისის მხრიდან უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. 

როგორც წერილების თემატიკა, ისე ღმერთამდე საკუთარი სურვილის/თხოვნის მიტანის გზებიც განსხვავებულია. თუ ადრე საფოსტო წერილები ითვლებოდა აღიარებულ ნორმად, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ფაქსი და შემდეგ ონლაინ საიტებიც გაჩნდა მათ მისაღებად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გვენ ეიკერმანი