LIVE

Apple შეაკეთებს iPhone 12-ის მოდელებს, რომლებსაც აუდიოს პრობლემა აქვს

30 აგვ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 929
Apple შეაკეთებს iPhone 12-ის მოდელებს, რომლებსაც აუდიოს პრობლემა აქვს
David Paul Morris/Bloomberg

Apple მომხმარებლებს ჰპირდება, რომ iPhone 12-ისა და iPhone 12 Pro-ს მოდელების მცირე ოდენობას, რომელსაც აუდიოსთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, უფასოდ შეაკეთებს.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე გამოშვებული მობილური ტელეფონების ნაწილს მიმღების მოდულის დეფექტი აქვს.  

„თუ თქვენი iPhone 12 ან iPhone 12 Pro არ გამოსცემს ხმას მიმღებიდან როდესაც ვინმეს ურეკავთ ან გირეკავენ, ის შეიძლება დაექვემდებაროს შეკეთებას”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

უახლოეს კვირებში Apple ახალ iPhone-ს გამოუშვებს. ცნობილია, რომ ახალი მოდელი ვიზუალურად iPhone 12-ის დიზაინს შეინარჩუნებს, თუმცა მას გაუმჯობესებული კამერა და სხვა მახასიათებლები ექნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ტურნერი