
ვეტერანი ინვესტორი მარკ მობიუსი აცხადებს, რომ პორტფელის 10% ინვესტორებს ოქროში უნდა ჰქონდეთ დაბანდებული, რადგან ვალუტას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე უპრეცედენტო ფისკალური სტიმული აუფასურებს.
"ამ ეტაპზე, 10% უნდა დააბანდოთ ფიზიკურ ოქროში, ვალუტის გლობალური გაუფასურება მომავალ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ წარმოუდგენელი ფულის მასა დაიბეჭდა", - განაცხადა მობიუსმა.
პანდემიის ფონზე, ოქროს ფასმა გასულ წელს რეკორდი მოხსნა, მაგრამ ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ფასმა იკლო.
”ძალიან, ძალიან კარგი იქნება გქონდეთ ფიზიკური ოქრო, რომლზეც დაუყოვნებლივ მიგიწვდებათ ხელი იმ საფრთხის გარეშე, რომ მთავრობამ მთელი ოქრო ჩამოგართვათ”, - აღნიშნა ინტერვიუში მობიუსმა, რომელიც ძვირფასი ლითონის დიდ გულშემატკივრად ითვლება.
ოქრომ, რომლის უნცია ახლა $1,815-ად ფასობს, დაახლოებით ერთი წლის წინ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $2,075-ს ასცდა. ყოველწლიურად, მისი ფასი 4%-ზე მეტით ეცემა, მაშინ როდესაც გლობალური საფონდო ბაზარი რეკორდულ მაჩვენებლებზე გადის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აბაიშეკ ვიშნოი