ჩინეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა აშშ-ს მოხსენება, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების ხელის შეშლაში ადანაშაულებს, უარყო.
ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ვიცე-ხელმძღვანელის, ზენგ იექსენის მიხედვით ჩინეთი ვირუსის წარმოშობის კვალის პოლიტიზაციას და მის ბრალის გადასატანად გამოყენებას ეწინააღმდეგება.
იექსენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს ვირუსის წარმოშობის კვალი როგორც სამეცნიერო საკითხი და მხარი დაუჭიროს მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ეძებენ პასუხებს, თუ როგორ წარმოიშვა ვირუსი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულად უჭერს მხარს ვირუსების მოკვლევის სამუშაოებს ღიაობის, გამჭვირვალობის, სამეცნიერო და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით.
ჩინეთის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრმა მა ჟაოქსუმ შაბათს გამოხატა იგივე წინააღმდეგობა აშშ-ს ანგარიშის მიმართ და დასძინა, რომ ის შედგენილია პოლიტიკური მიზნებისთვის და არ შეიცავს სამეცნიერო საფუძველს და სანდოობას, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია