LIVE

ნადირობის სეზონი გაიხსნა

28 აგვ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1365
ნადირობის სეზონი გაიხსნა

დღეიდან ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. პირს, რომელსაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სურს, ნადირობამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს. ასევე, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, თან უნდა იქონიოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ნადირობისათვის დაშვებული წესები, გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტი, ნადირობის ადგილის მიხედვით, გამოქვეყნებულია უწყების ვებგვერდზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ უკანონო ნადირობის აღმოსაფხვრელად მათი წარმომადგენლები 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

მოქალაქეებმა, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს