LIVE

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

27 აგვ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 3585
Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია
2021 VCG

ჩინურმა ინაქტივირებულმა ვაქცინებმა შეინარჩუნეს ძლიერი დაცვის უნარი Covid-19-ის აფეთქების დროს ჩინეთში, სამხრეთ გუანგდონგის პროვინციაში, რაც იძლევა რეალურ მტკიცებულებას იმისა, რომ ჩინურ ვაქცინებს შეუძლიათ ძალზე გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება. 

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს 70%-იანი ეფექტურობა ჰქონდათ Covid-ით გამოწვეული პნევმონიის წინააღმდეგ და სრულად იცავდა დელტა ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადებისგან. კვლევის შედეგები ჯერ არ არის განხილული გარე ექსპერტების მიერ.

კვლევის ფარგლებში დააკვირდნენ 10,000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის ინფიცირებულებს და მათ ახლო კონტაქტებს. კვლევაში მონაწილე ყოველი 8 ადამიანიდან 1 სრულად იყო ვაქცინირებული. 

ეს არის პირველი რეალური კვლევა ჩინური ვაქცინების პოტენციალის შესახებ დელტა შტამის წინააღმდეგ, რომელიც იწვევს ინფიცირების რაოდენობის ზრდას მთელს მსოფლიოში. კვლევა გამოქვეყნდა ჩინური ვაქცინების ეფექტურობის შესახებ მრავალი კითხვის ფონზე, როცა ზოგიერთ სხვა ვაქცინას ნაკლები პოტენციალი აღმოაჩნდა დელტა ვარიანტის თავიდან ასაცილებლად.

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები ფართო გამოყენებაშია ჩინეთსა და განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ვაქცინების მიწოდება ხდება Covax პროგრამის საშუალებით, რომელსაც მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

კვლევამ შეაფასა ჩინური ვაქცინაციის უნარი, თავიდან აიცილოს პნევმონია ან მძიმე დაავადება სრულად აცრილ ადამიანებში. კვლევა ართულებს მათ პირდაპირ შედარებას დასავლურ ვაქცინებთან, რომლებიც 88%-ითა და 67%-ით ეფექტური იყო დელტა ვარიანტის და ძალიან ეფექტური იყო მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია