LIVE

გერმანიის სასამართლომ Nord Stream 2 ევროდირექტივებისგან არ გაათავისუფლა

25 აგვ 202119:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
გერმანიის სასამართლომ Nord Stream 2 ევროდირექტივებისგან არ გაათავისუფლა
Alex Kraus/Bloomberg

Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტი, რომელიც რუსულ Gazprom-ს ეკუთვნის, გერმანიის სასამართლოში დამარცხდა და მას ევროდირექტივების შესრულება მოუწევს. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ოპერაციების დაწყებას ხელი შეუშალოს. 

რეგულაციების შესაბამისად, Nord Stream 2 უნდა იყოს სერტიფიცირებული, როგორც დამოუკიდებელი გადამცემი ოპერატორი ან სისტემის ოპერატორი. შესაბამისად, გაზის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საქმიანობა ერთმანეთისგან გამიჯნული და დამოუკიდებელი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ითხოვს Gazprom-ისგან, გაყიდოს ერთეულის საკუთრება, მან უარი უნდა თქვას კონტროლისა და მართვის უფლებებზე მისი ხელმძღვანელობის სასარგებლოდ და შეიმუშაოს სხვა ზომები დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. 

განჩინება არ იმოქმედებს პროექტის მშენებლობაზე, მაგრამ Gazprom-ს დასჭირდება Nord Stream 2-ის რესტრუქტურიზაცია, რაც შეიძლება დროში გაიწელოს.

Nord Stream 2-ის პროექტის ავტორებმა განაცხადეს, რომ შემდგომი ნაბიჯების გამოცხადებამდე გადაწყვეტილებას შეაფასებენ. კომპანია აცხადებს, რომ “განახორციელა მილიარდობით ევროს ინვესტიცია იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ევროკომისია ევროკავშირში გაზის მიწოდების წესებს შეცვლიდა”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კარინ მატუშეკი და ვანესა დეზემი