LIVE

J&J: ბუსტერი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის

25 აგვ 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 913
J&J: ბუსტერი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის
Scott Eellss/Bloomberg

Johnson & Johnson-ის განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენება ანტისხეულების რაოდენობის სწრაფ და ძლიერ ზრდას უზრუნველყოფს. კომპანია მხარს უჭერს ვაქცინის მეორე დოზის გამოყენებას იმ ადამიანებში, რომლებმაც უკვე მიიღეს ვაქცინა.

კომპანია ადრეული გამოკვლევის შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვაქცინის მიღებიდან 28 დღის შემდეგ მეორე დოზამ Covid-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების რაოდენობა 9-ჯერ გაზარდა.

J&J-ის თანახმად, ანტისხეულების საპასუხო რეაქციის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 18-დან 55 წლამდე ასაკის პირებში, ასევე 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც გამაძლიერებლის უფრო დაბალი დოზა მიიღეს. 

ჯანდაცვის ექსპერტები მთელს მსოფლიოში კამათობენ, როდის იქნება საჭირო Covid-19-ის გამაძლიერებელი ვაქცინები და ვინ უნდა მიიღოს ისინი პირველად. ბევრ ქვეყანაში ჯერ მოსახლეობის ერთი მეათედიც არაა აცრილი. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" მოუწოდებს მთავრობებს, უარი თქვან ბუსტერზე, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობა არ იქნება საკმარისად იმუნიზებული.

იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა დააანონსა, რომ შეეცდება გარკვეული ჯგუფებისთვის გამაძლიერებლების შეთავაზება 20 სექტემბრიდან დაიწყოს. ბაიდენის ადმინისტრაცია ელოდება, რომ 2021 წლის ბოლომდე 100 მილიონი გამაძლიერებელი დოზა იქნება წარმოებული.

იმის გათვალისწინებით, რომ J&J-ის ვაქცინა თებერვლის ბოლოს დამტკიცდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გამაძლიერებლები წლის ბოლომდე დაამტკიცონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი