LIVE

Goldman Sachs-ი თანამშრომლებს ვაქცინაციასა და ნიღბის ტარებას ავალდებულებს

25 აგვ 202111:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 881
Goldman Sachs-ი თანამშრომლებს ვაქცინაციასა და ნიღბის ტარებას ავალდებულებს
Michael Nagle/Bloomberg

ოფისებში დაბრუნებიდან 2 თვის შემდეგ, Goldman Sachs-ი თანამშრომლებისგან ითხოვს, წარმოადგინონ ვაქცინაციის საბუთი და ატარონ ნიღაბი, რათა დაშვებული იყვნენ შეერთებულ შტატებში მდებარე ოფისებში.

თანამშრომლებისთვის გამოცხადებული უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მიუთითებს Goldman-ის სიფრთხილეზე, რომელიც ივნისში ნიუ-იორკის შტაბში დასაქმებულებს ცოცხალი მუსიკით მიესალმა. როგორც კომპანიის სპიკერმა განაცხადა, ნიღბები სავალდებულო გახდება ოთხშაბათიდან, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ხოლო ის, ვინც 7 სექტემბრამდე სრულად არ იქნება აცრილი, იმუშავებს სახლიდან.

საფინანსო ინდუსტრია - და განსაკუთრებით Goldman - იყო კორპორაციული ამერიკის სათავეში, რომელიც ცდილობდა ოფისებში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც 2020 წლის პანდემიით სახლიდან მუშაობის ეპოქა დაიწყო. საინვესტიციო ბანკმა შეერთებულ შტატებში მყოფ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ივნისის შუა რიცხვებში მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ძლიერ გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელებამ აიძულა Goldman-ი, შეუერთდეს სხვა კომპანიებს და შემოიღოს უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომები. 

ასეთივე მოთხოვნები დაუწესა შეერთებულ შტატებში მყოფ თანამშრომლებს შვეიცარიულმა კომპანია Credit Suisse Group-მა. ბანკის კონკურენტების ნაწილს ჯერ კონკრეტული ვადები არ განუსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ Morgan Stanley არ ითხოვს ნიღბის ტარებას ნიუ-იორკის ოფისში, რაც პანდემიის წინა სამუშაო გარემოს ქმნის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სრიდარ ნატარაჯანი