LIVE

კრიპტობაზარი უკვე ტრილიონ დოლარს აჭარბებს

07 იან 202117:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
კრიპტობაზარი უკვე ტრილიონ დოლარს აჭარბებს

ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, კრიპტოვალუტების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა.

Bloomberg– ის თანახმად, ხუთშაბათს ბიტკოინის ღირებულება 6% –ით გაიზარდა და $38,169  შეადგინა. გასული წლის განმავლობაში მისი ღირებულება გაოთხმაგდა. CoinGecko– ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო ღირებულების დაახლოებით ორი მესამედი სწორედ ბიტკოინზე მოდის, შემდეგია Ethereum-ი, დაახლოებით 13%-იანი წილით. 

ანალიტიკოსები კრიპოტვალუტების მკვეთრი ზრდის მიზეზად მცირე ტრეიდერების, საინვესტიციო ფონდების და ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ.

Flipside Crypto- ს თანახმად, ბიტკოინის აქტიური ანგარიშების რაოდენობა 2017 წლის რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, როცა ბიტკოინმა დაღმასვლა დაიწყო - ეს შესაძლოა იმის ნიშანია, რომ ზოგიერთი მფლობელი კრიპტოვალუტის გაყიდვის დაწყებას გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიტკოინის მარაგების 95%-ს აქტიური ანგარიშების 2% -ზე ნაკლები ფლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მსხვილმა ტრანზაქციამ კრიპტოვალუტის ფასზე შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს.

JPMorgan-ის გრძელვადიანი პროგნოზით ბიტკოინის ფასი $146,000-ს მიაღწევს და ზოგიერთი ტრეიდერი სწორედ ამ პროგნოზს უკავშირებს კრიპტოვალუტის გარშემო დაწყებულ მორიგ ბუმს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი