LIVE

თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვის გარიგებას ხელს მალე მოაწერს - RIA

23 აგვ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 3713
თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვის გარიგებას ხელს მალე მოაწერს - RIA
Vitaly Nevar/TASS/Getty Images

თურქეთი მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაშია მოწინავე რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ ახალ შეთანხმებაზე, იუწყება RIA Novosti რუსეთის სახელმწიფო იარაღის ექსპორტიორზე დაყრდნობით.

უახლოეს მომავალში გაფორმდება ახალი კონტრაქტი S-400 Triumph რაკეტების მიწოდებაზე. ინფორმაცია Rosoboronexport-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მიხეევმა ბრიფინგზე გაავრცელა.

თურქეთის მიერ სარაკეტო სისტემის შეძენას ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები და ამტკიცებს, რომ სარაკეტო სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას F-35 გამანადგურებლის ფარული შესაძლებლობების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა პირველად 2019 წელს მიიღო და აშშ-ის სანქციების მიუხედავად, უარი თქვა პროგრამის შეწყვეტაზე. ჯო ბაიდენმა და მისმა თურქმა კოლეგამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს საკითხი ივნისის NATO-ს სამიტის ფარგლებში განიხილეს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიკ რუდნიცკი