LIVE

ქაბულის აეროპორტის ევაკუაციისას სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

22 აგვ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1072
ქაბულის აეროპორტის ევაკუაციისას სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა
REUTERS TV/via REUTERS

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის დროს სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Reuters-ს ანონიმურად უდასტურებს.

“ქაბულის აეროპორტის გარეთ არსებული კრიზისი სამწუხაროა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველა უცხოელის ევაკუაცია. ჩვენი ძალები ინარჩუნებენ მკაცრ დისტანციას ქაბულის აეროპორტის გარე პერიმეტრთან, რათა თავიდან აიცილონ თალიბანთან შეტაკება”, - განუცხადა Reuters-ს ანონიმურმა წარმომადგენელმა.

აეროპორტში გასული კვირის განმავლობაში ხალხის ნაკადი იზრდებოდა, რაც ოპერაციებს ართულებდა. შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ცდილობდნენ ათასობით დიპლომატის, სამოქალაქო პირისა და მრავალი ავღანელი მოკავშირის ევაკუაციას.

თალიბანის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ გამოიწვია შურისძიების შიში და ისლამური კანონის მკაცრი ვერსიის დაბრუნება, რომელსაც სუნიტი მუსულმანური ჯგუფი ახორციელებდა, როდესაც ის 20 წლის წინ ხელისუფლებაში იყო.