LIVE

მერკელი Nord Stream 2-ის “იარაღად” გამოყენების შემთხვევაში სანქციებით იმუქრება

22 აგვ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1507
მერკელი Nord Stream 2-ის “იარაღად” გამოყენების შემთხვევაში სანქციებით იმუქრება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაამყარა პირობა, რომ მოითხოვდა დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუკი კრემლი Nord Stream 2-ის გაზსადენს “იარაღად” გამოიყენებს.

ანგელა მერკელმა ეს განცხადება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდან 2 დღეში გააკეთა. რუსეთის ლიდერმა ყურადღება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან მზარდი დაძაბულობის შესახებ გაამახვილა და დააწესა პირობები უკრაინასთან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ.

კანცლერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება “რაც შეიძლება მალე” უნდა გაგრძელდეს.

უკრაინის ლიდერმა, რომელმაც Nord Stream 2-ს “სახიფათო გეოპოლიტიკური იარაღი” უწოდა, განაცხადა, რომ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები ძალიან ბუნდოვანია და უფრო ძლიერი გარანტიები სურს.

“ყველა ქვეყანას შორის უკრაინა მთავარი რისკების წინაშე დგას, რომელიც Nord Stream 2-ის დასრულებასთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.

Nord Stream 2-ს შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება, რადგან კრემლს ძალიან დიდ ბერკეტს აძლევს - გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგეტიკაზე და ანაწილებს გაზის ნაკადს ისე, რომ უკრაინის ეკონომიკის შეფერხება შეუძლია.

ივლისში მერკელმა დაასრულა შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელმაც პირობა დადო, რომ უარს იტყვის მკაცრ სანქციებზე, თუ გერმანია მიიღებს ზომებს რუსეთის მავნე ქმედებების ფონზე. გერმანია ასევე დებს პირობას, რომ უკრაინას განახლებადი ენერგიის განვითარებაში დაეხმარება.

გერმანიის ლიდერი, რომელიც პარასკევს მოსკოვს ეწვია, სავარაუდოდ, კანცლერის როლში უკანასკნელ ვიზიტს ასრულებს რუსეთსა და უკრაინაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ დონაჰუე და დარინა კრასნოლუცკა