LIVE

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესახებ

07 იან 202112:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 422
რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესახებ

აშშ-ს კონსტიტუციის 25-ე შესწორება მოქმედი პრეზიდენტის დროებით ან საბოლოოდ გადაყენებას აუცილებლობას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს კრიტიკოსები ამ შესწორების გამოყენების შესახებ ხშირად საუბრობდნენ. მათ შორის მაშინ, როცა პრეზიდენტს Covid-19 დაუდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი პრეზიდენტობის ბოლო კვირებს ითვლის, მისი მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრამ 25-ე შესწორება კვლავ აქტუალური გახადა.

რას ამბობს კონსტიტუციის 25-ე შესწორება:

შეთანხმება განმარტავს, რომ როდესაც პრეზიდენტი ობიექტური მიზეზების გამო საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, თანამდებობას ვიცე-პრეზიდენტი იკავებს. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება, ასევე, შესაძლებელია, თუ ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა დაადგენს, რომ ის "ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს და მოვალეობებს". თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს, კონგრესს მისი  გადაყენება ორ პალატაში ხმათა ორი მესამედით შეუძლია.

რას ემსახურება 25-ე შესწორება:

შესწორება პრეზიდენტების და ვიცე-პრეზიდენტების სამართალმემკვიდრეობის საკითხს პასუხობს, რაზეც კონსტიტუცია კონკრეტულად არაფერს ამბობს. შესწორება კონგრესმა 1965 წელს დაამტკიცა. მისი რატიფიცირება 1967 წელს ჯონ კენედის მკვლელობის საპასუხოდ მოხდა. პრეზიდენტზე განხორციელებულმა თავდასხმამ სამართლებრივი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან კონსტიტუცია არაფერს ამბობდა იმის შესახებ, თუ ვის უნდა ემართა ქვეყანა პრეზიდენტის გარდაცვალების, ან მართვის უნარის დაკარგვის შემთხვევაში.

როდის გამოიყენეს 25-ე შესწორება:

მოქმედი პრეზიდენტის გადასაყენებლად - არასოდეს. პრეზიდენტებმა ის ნებაყოფლობით, ვიცე-პრეზიდენტებისათვის კონტროლის დროებითი გადაცემისთვის გამოიყენეს. ჯორჯ ბუშმა ეს ორჯერ გააკეთა სამედიცინო პროცედურების გასავლელად, რონალდ რეიგანმა კი ერთხელ. შესწორება ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური ხდება. ამ მიზნით ის ორჯერ იქნა გამოყენებული (შესწორების ძალაში შესვლამდე, შეერთებული შტატები დიდხანს რჩებოდა ვიცე-პრეზიდენტის გარეშე).

რატომ ახლა:

25-ე შესწორების გამოყენების საჭიროება მოქმედი პრეზიდენტის მიერ მხარდამჭერების ძალადობაზე წაქეზებამ გამოიწვია. წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტის თვრამეტი დემოკრატი წევრი Wall Street Journal-ში პენსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ, რომ ტრამპის „სურვილი, ხელი შეუწყოს ძალადობას და არეულობას არჩევნების შედეგების ძალით გადატრიალებისთვის“ ნიშნავს, რომ ის ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს“. დემოკრატიის შესანარჩუნებლად 25-ე შესწორების ამოქმედება აუცილებელია, მიიჩნევენ ისინი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორენს არნოლდი